უწყების ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ "ცხელი ხაზი" გაააქტიურა, ხოლო ფაქტზე აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აცხადებენ სუსში.
მათივე მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად აამოქმედეს ყველა არსებული მექანიზმი.
ფორუმი