Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხურჩასთან დროებით დააკავეს - EUMM


საილუსტრაციო ფოტო. შემთხვევის შემდეგ "ცხელი ხაზი" გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
საილუსტრაციო ფოტო. შემთხვევის შემდეგ "ცხელი ხაზი" გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აცხადებს, რომ მისიის დამკვირვებლები გეგმური პატრულირების დროს ხურჩის რაიონში, "აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა". მათივე ცნობით,  დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო (EUMM) მონიტორების ერთი ეკიპაჟი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხურჩასთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს", - წერია EUMM-ის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, შემთხვევის შემდეგ "ცხელი ხაზი" გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG