„გირჩმა“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას, პარტიული სია გამოაქვეყნა. მას „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ლიდერობს, სიაში კი დეპუტატობის 25 კანდიდატია. პარტიამ რადიო თავისუფლებას კანდიდატების ბიოგრაფიიდან მონაცემები გამოუგზავნა.
- იაგო ხვიჩა - პოლიტიკოსი;
- სანდრო რაქვიაშვილი - პოლიტიკოსი
- ვახო მეგრელიშვილი - პოლიტიკოსი;
- ჰერმან საბო - პოლიტიკოსი;
- გიორგი ჭაუჭიძე - ისტორიკოსი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული. ათწლეულების განმავლობაში მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში;
- ლევან ჯგერენაია - იურისტი. ცესკოს წევრი პარტია „გირჩიდან”. „გირჩის“ სხვადასხვა პროექტის მონაწილე მისი დაფუძნებიდან;
- მალხაზ ჭანია - ეკონომისტი. უძრავი ქონების ინვესტორი, რეალტორი. ათწლეულების განმავლობაში აშშ-ში ეწევა ბიზნესს;
- ეკა ონიანი - იურისტი. წლების განმავლობაში მუშაობს საერთაშორისო პროგრამებში სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით;
- უჩა ბარბაქაძე - ეკონომისტი, წლების განმავლობაში დაკავებულია აშშ-ში ტექმომსახურებითა და ვაჭრობით;
- რუსკა აბუაშვილი - „გირჩის“ მედიასთან ურთიერთობისა და აპარატის ხელმძღვანელი პარლამენტში. წლების განმავლობაში „ბიბლიური თავისუფლების" საშუალებით ეხმარება 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა კაცებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევაში;
- ნიკა ნადირაძე - არქიტექტორი. მეწარმე. „გირჩის“ ციფრული ვალუტის (ჯედი) ბირჟის დამფუძნებელი;
- ზურა ბუხნიკაშვილი - IT სპეციალისტი, ლექტორი, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი;
- ოთარ ზაკალაშვილი - პროგრამისტი. პროგრამირების სასწავლო ცენტრის, „ბით-ქემფის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;
- ლუკა ცისკარიშვილი - გეოფიზიკოსი. მუშაობს ციფრულ პროგრამებსა და შემეცნებითი საიტების შექმნაზე;
- ნოდარ სირბილაძე - ეკონომისტი. ლექტორი. ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი;
- ავთო ლაბაძე - იურისტი. სამი წლის განმავლობაში მუშაობს „გირჩის“ სხვადასხვა პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით;
- აბესალომ დაბახიშვილი - ისტორიკოსი. კინო-ტელე რეჟისორი. წლების განმავლობაში საქმიანობს გერმანიაში კულტურისა და სამეცნიერო სფეროში;
- ბექა მუზაშვილი - ფინანსისტი. ბიზნესმენი.
- ბექა ზანდუკელი - პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი. „გირჩის“ პორტალის ტექნიკური ხელმძღვანელი;
- თორნიკე მითაიშვილი- ბიზნესმენეჯერი. მეწარმე;
- დავით წურწუმია - იურისტი. მეწარმე. წლების განმავლობაში „გირჩის“ იურისტი;
- ნიკა ციცქიშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. მათემატიკისა და პროგრამირების მასწავლებელი;
- ნინო ჯაღმაიძე - ეკონომისტი. წლების განმავლობაში მუშაობდა სამედიცინო კომპანიაში. მცირე მეწარმე;
- ავთანდილ ჩხეტია - ექიმი. ინჟინერი. წარმატებული საინჟინრო კომპანიის დამფუძნებელი და მენეჯერი;
- ვლადიმერ გიგოლაშვილი - მათემატიკოსი. მონაცემთა ანალიტიკოსი. პროგრამისტი.
„გირჩი“ წერს, რომ კანდიდატები შეარჩია პრაიმერისის გზით, რომელიც ამ პარტიისთვის დამახასიათებელი წესით ჩატარდა.
„გირჩელებს“, იმისდა მიხედვით, თუ რა წვლილი აქვთ შეტანილი პარტიის გაძლიერებაში, ერიცხებათ „გირჩის“ ციფრული ვალუტა - ჯედი, ანუ ქართული დოლარი. შესაბამისად, „გირჩის“ პრაიმერისში „გირჩელებს“ აქვთ არა ერთი ხმა, არამედ საკუთარი ჯედების შესაბამისი წონის ხმა. საკუთარი ჯედების რაოდენობას პრაიმერისში მონაწილე „გირჩელი“ ანაწილებს მისთვის სასურველ კანდიდატებზე“, - განმარტავდა ოპოზიციური პარტია პრაიმერისის დაწყებამდე.
ამ დროისთვის „გირჩის“ გარდა, პარტიული სია მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, ისიც ნაწილობრივ - პირველი ოცეული.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ფორუმი