Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი გახდა


მერაბ დვალიშვილი.
მერაბ დვალიშვილი.

33 წლის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქამრის მფლობელი გახდა, სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში.

დვალიშვილმა ლას ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა. ქართველმა გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. მან თითქმის ყველა რაუნდი მეტოქესთან უპირატესობით ჩაატარა.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-11 ბრძოლაში გაიმარჯვა.

დვალიშვილის გულშემატკივრები თბილისში დილიდან შეიკრიბნენ. მათ ორთაბრძოლას ფილარმონიის შენობაზე დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნეს თვალ-ყური.

2024 წლის თებერვალში UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი (ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში) ილია თოფურია გახდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG