აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარს ამბობს მონაწილეობაზე მეორე სატელევიზიო დებატებში დემოკრატ პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისთან. Reuters-ი, რომელიც ამის შესახებ იტყობინება, გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ტელემაყურებელთა უმრავლესობამ ჰარისი დაასახელა ABC-ის მიერ 10 სექტემბერს ნაჩვენებ დებატებში გამარჯვებულად.
კვლევითი ცენტრი Nielsen-ის მონაცემებით, დებატებს 67 მილიონი ამერიკელი ტელემაყურებელი ადევნებდა თვალს. ოპონენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰარისი ამომრჩევლებს შეხვდა და თქვა, რომ, მისი აზრით, რესპუბლიკელებს დემოკრატებისგან კიდევ ერთი დებატები მართებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა თავის ონლაინ მიმდევრებს უთხრა, რომ მან მოიგო დებატები, საზოგადოებრივი აზრის გამომკითხველმა რამდენიმე სააგენტომ დაადგინა, რომ ჰარისმა ტრამპზე უკეთესად წარმოაჩინა თავი.
ფორუმი