12 სექტემბერს რუსეთის ვლადიმირის ოლქის ქალაქ პეტუშში დაიწყო გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სამი ყოფილი ადვოკატის სასამართლო პროცესი. მათ ექსტრემიზმში ედებათ ბრალი ნავალნისა და მის კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან კავშირის გამო.
კორუფციასთან ბრძოლის ფონდი და ნავალნის სხვა ჯგუფები რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოცხადდა და 2021 წელს ისინი აიკრძალა.
ვადიმ კობზევის, იგორ სერგუნინისა და ალექსეი ლიპცერის სასამართლო დახურულ კარს მიღმა ტარდება.
ადვოკატები 2023 წლის ოქტომბერში დააკავეს.
გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ ადვოკატებს ნავალნის წერილები გამოჰქონდათ ციხიდან და „მას ხელს უწყობდნენ საპატიმროდან ექსტრემისტული საქმიანობის წარმოებაში“.
ნავალნის ორი სხვა ყოფილი ადვოკატი, ალქსანდრა ფედულოვა და ოლგა მიხაილოვა, შარშან გაიქცნენ რუსეთიდან.
ფორუმი