Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA-ის ხელმძღვანელი უკრაინაში ჩადის, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის შესახებ შეშფოთების ფონზე


რაფაელ გროსი, IAEA-ის ხელმძღვანელი
რაფაელ გროსი, IAEA-ის ხელმძღვანელი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი კიევში კიდევ ერთხელ ჩადის 3 სექტემბერს. გროსი ასევე ეწვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს - აცხადებს IAEA ვენაში.

ზაპოროჟიეს სადგური - რომელიც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია - 2022 წლიდან რუსეთს აქვს ოკუპირებული, სადგურს რუსეთი აკონტროლებს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რამდენჯერმე გახდა თავდასხმების და საბოტაჟის აქტების ობიექტი, რაშიც მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გროსიმ აგვისტოს შუა რიცხვებში თქვა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სადგურზე ვითარება "უარესდება". ამ განცხადებამდე ელექტროსადგურის მიმდებარედ მოხდა აფეთქება, რომელიც, სააგენტოს ექსპერტთა თქმით, გამოიწვია ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილმა დრონმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG