Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შამბა: აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა


სერგეი შამბა ოკუპურებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი შამბა ოკუპურებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა რუსულ გამოცემა „იზვესტიასათან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გაერში გაწევრიანება სურთ.

„უპირობოდ, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, ცხადია, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, არავის გაუუქმებია“, - განაცხადა მან.

სერგეი შამბას სიტყვებით, „აფხაზებს უარყოფითი გამოცდილება აქვს“, როცა აშშ და მისი პარტნიორები განაგრძობდნენ იმ ქვეყნებზე ზეწოლას, რომლებთანაც „აფხაზეთს უკვე ჰქონდა დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები“

„ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მსოფლიოს იმ რეგიონების ქვეყნებთან დავამყაროთ კონტაქტები, რომლებზეც დასავლეთის ქვეყენებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ შეუძლიათ ზეწოლა ამა თუ იმ ქვეყანაზე“, - ამბობს შამბა.

მან იმედი გამოთქვა, რომ განჭვრეტად მომავალში გაიზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც „აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ“.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება გაიწვიეს.

გაეროს წევრად სახელმწიფოს მიღება ხდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ.

საქართველო გაეროში 1992 წლის ივლისში გაწევრიანდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG