Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ქალაქ ზოლინგენში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა "ისლამურმა სახელმწიფომ"


23 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ზოლინგენში განხორციელდა ცივი იარაღით თავდასხმა, დაიღუპა სამი ადამიანი
23 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ზოლინგენში განხორციელდა ცივი იარაღით თავდასხმა, დაიღუპა სამი ადამიანი

ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა პასუხისმგებლობა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ზოლინგენში 23 აგვისტოს ცივი იარაღით განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ რვა პირი.

პოლიციამ დააკავა მოზარდი, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს თავდასხმასთან - მაგრამ უშუალო თავდამსხმელი 24 აგვისტოს კვლავ არ იყო დაპატიმრებული, პოლიცია მის ძიებას განაგრძობს.

პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 15 წლის პირი, და მიმდინარეობს გამოძიება მის შესაძლო კავშირზე თავდამსხმელთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG