გერმანიის მედიის თანახმად, ქალაქ ზოლიგნენში, ჩრდილოეთრაინ-ვესტფალიაში, ქალაქის 650 წლისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმის დროს სამი პირი მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს.
პოლიციამ გამოაცხადა განგაში. DPA-ი, ასევე ადგილობრივი მედია იმოწმებს პოლიციას, რომლის თანახმად, მკვლელობა მოხდა დანით.
არაა ცნობილი დანაშაულის მოტივი. შემთხვევა მოხდა ზოლინგენის ცენტრში.
ქალაქის თავზე შვეულმფრენები დაფრინავენ, ქალაქის მოსახლეობას პოლიცია სთხოვს, შინ დარჩნენ.
ქალაქის იუბილესადმი მიძღვნილი, სახალხო ზეიმი, “მრავალფეროვნების ფესტივალი,” რომელიც კვირამდე უნდა გამართულიყო, შეწყდა, მოქალაქეებს ქალაქის ცენტრის დატოვება მოსთხოვეს.
ფორუმი