24 აგვისტოს დილით უკრაინის მხრიდან დრონების შეტევამ გამოიწვია ხანძარი იარაღის საწყობში, რუსეთის ვორონეჟის რეგიონის ოსტროგოჟსკის ოლქში - წერს რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ტელეგრამით.
გუსევის თქმით, ხანძარი მოჰყვა დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნას, რამაც გამოიწვია იარაღის აფეთქება. გუსევის თანახმად, მსხვერპლი არ არის.
ოსტროგოჟსკში ასევე მდებარეობს დაჯავშნილი მანქანების საწვრთნელი ცენტრი.
ამავე ღამით დრონებით იერიში განხორციელდა ბელგოროდის რეგიონზეც - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი და დასძენს, რომ დაჭრილია ორი პირი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ხუთი დრონი ჩამოგდებულ იქნა ვორონეჟის თავზე, თითო-თითო დრონი ბელგოროდის და ბრიანსკის რეგიონების თავზე.
ფორუმი