20 აგვისტოს, საღამოს, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იგი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
მათივე ცნობით, მგზავრთა მომსახურების დროებითი შეჩერების მიზეზი იყო მატარებლის ტექნიკური ხარვეზი სადგურ თავისუფლების მოედანზე. უწყებაში აცხადებენ, რომ პრობლემა აღმოფხვრილია და მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.
ფორუმი