Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის თანახმად, ამჟამად არ მიმდინარეობს კურსკის ოლქიდან მოსახლეობის უკრაინაში ევაკუაცია


ვერხოვნა რადის წევრმა რომან კოსტენკომ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ დაკავებულ ტერიტორიებზე უკრაინის მიერ შექმნილი კომენდატურა ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას უზრუნველყოფს ჟენევის კონვენციებთან შესაბამისად.
ვერხოვნა რადის წევრმა რომან კოსტენკომ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ დაკავებულ ტერიტორიებზე უკრაინის მიერ შექმნილი კომენდატურა ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას უზრუნველყოფს ჟენევის კონვენციებთან შესაბამისად.

უკრაინელმა კანონმდებელმა რომან კოსტენკომ რადიო თავისუფლებას 20 აგვისტოს განუცხადა, რომ ამჟამად რუსეთის კურსკის ოლქიდან, უკრაინის ჯარების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან, ადგილობრივი მოსახლეობის უკრაინაში ევაკუაციის არავითარი ღონისძიება არ ტარდება.

კოსტენკომ დასძინა, რომ დაკავებულ ტერიტორიებზე უკრაინის მიერ შექმნილი კომენდატურა ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას უზრუნველყოფს ჟენევის კონვენციებთან შესაბამისად.

კოსტენკომ თქვა, რომ რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე უკრაინის მიერ კონტროლირებად მხარეს დარჩა, რაც, როგორც ჩანს, საკუთარი ინიციატივით და ძალისხმევით გააკეთეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში.

კიევს კურსკის ოპერაციის მიზნებად გამოცხადებული აქვს თავისი ტერიტორიის დასაცავად რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის, შექმნა და მოსკოვის იძულება, კიევის პირობებით დასთანხმდეს სამართლიან მოლაპარაკებას. რუსეთის ხელისუფლება ამას გამორიცხავს და უკრაინას განადგურებით ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG