Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა, რა დაემართა კურსკის ოლქში რუსულ პონტონის ხიდს მდინარე სეიმზე


კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმზე გამავალი ხიდი, რომელიც უკრაინის არმიის იერიშის შედეგად დაინგრა. 17 აგვისტო, 2024.
კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმზე გამავალი ხიდი, რომელიც უკრაინის არმიის იერიშის შედეგად დაინგრა. 17 აგვისტო, 2024.

უკრაინელმა ბლოგერმა და მოხალისემ სერჰი სტერნენკომ გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეო. ის გადაღებულია კურსკის რეგიონში რუსეთის არმიის მიერ აშენებული ორი პონტონის გადასასვლელიდან ერთ-ერთის მახლობლად, რომელიც აშენებულია კურსკის რეგიონში, სოფლებს ზვანნოესა და გლუშკოვოს შორის.

ადრე რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ამ გადასასვლელის სატელიტური ფოტოები, რომლებიდანაც ჩანდა, რომ 18-დან 19 აგვისტომდე ის გაქრა და ორშაბათს გადაღებულ სურათზე მისგან 500 მეტრში კვამლი ჩანდა.

აღმოჩნდა, რომ ეს კვამლი იყო უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგი რუსულ სამხედრო სატვირთო მანქანაზე, რომელიც პონტონის ხიდისკენ მიემართებოდა. ვიდეოში ხიდის მახლობლად ჩანს საინჟინრო აღჭურვილობა, რომელსაც ასევე დაესხა თავს დრონი. ვიდეოში თავად პონტონი დამაგრებულია მდინარის ნაპირის გასწვრივ, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს.

რუსეთის არმიამ კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე საპონტონე გადასასვლელების მოწყობა დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ რეგიონში გაანადგურეს სამი სტაციონარული ხიდი.

ხიდების ნგრევა ართულებს რუსეთის ჯარების მომარაგებას კურსკის რეგიონის შედარებით მცირე ნაწილში, რომელიც მოქცეულია მდინარე სეიმსა და რუსეთ-უკრაინის საზღვარს შორის. გარდა ამისა, ეს მკვეთრად ამცირებს იქ სავარაუდოდ დაჯგუფებული რუსეთის ჯარების უკან დახევის შესაძლებლობას და ასევე ართულებს მოსახლეობის ევაკუაციას სახმელეთო გზით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG