Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლუშკოვსკის რაიონში გაქრა რუსი სამხედროების მიერ მდინარე სეიმზე გადებული გასაშლელი ხიდი


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის არმია გასაშლელ ხიდებს (პონტონებს) ხშირად იყენებს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიზნებისთვის.
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის არმია გასაშლელ ხიდებს (პონტონებს) ხშირად იყენებს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიზნებისთვის.

სატელიტური სურათებზე, რომლებსაც რადიო თავისუფლებამ მიაქცია ყურადღება, აღარ ჩანს კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში, მდინარე სეიმზე რუსი სამხედროების მიერ აგებული პონტონი. მოძრავი ხიდი რუსმა სამხედროებმა გაშალეს უკრაინის არმიის მიერ განადგურებული ერთ-ერთი ხიდის გვერდით. თუმცა პონტონის ადგილზე ფოტოზე ჩანს, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კვამლი.

გადასასვლელი ხიდი მდებარეობდა სოფლებს, ზვანნოესა და გლუშკოვოს შორის. მეორე პონტონი, რომელიც რუსმა სამხედროებმა სოფელ გლუშკოვოს აღმოსავლეთით აღმართეს მდინარე სეიმზე, ჯერ კიდევ ჩანს სატელიტურ სურათებზე.


რუსეთის არმია გლუშკოვსკის რაიონში მდინარე სეიმზე საპონტონე გადასასვლელებს ამონტაჟებს მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა იქ რამდენიმე ხიდი გაანადგურეს. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი 16 აგვისტოს იერიშის შედეგად განადგურდა, მეორე კი - 18 აგვისტოს.

ორივე ხიდის განადგურებაზე პასუხისმგებლობა იკისრეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

19 აგვისტოს ე.წ. Z-ბლოგერები იუწყებოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში მესამე ხიდიც გაანადგურეს. მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მდინარე სეიმზე ხიდების განადგურების შედეგად, უკრაინის მოსაზღვრე გლუშკოვსკის რაიონის ნაწილი მოწყვეტილია მთავარ რეგიონს. უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, „საინფორმაციო წინააღმდეგობის ჯგუფის“ კოორდინატორმა ალექსანდრ კოვალენკომ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ გლუშკოვსკის რაიონში მდებარე რუსული შენაერთები ხიდების აფეთქების შემდეგ ფაქტობრივად მოსწყდნენ ზურგს და ვეღარ ახორციელებენ ნორმალურ ლოგისტიკას.

ანალიტიკოსების თქმით, მდინარე სეიმზე ხიდების განადგურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინის ძალებისთვის, რათა კურსკზე შეტევა განავითარონ და მოსკოვს გაურთულონ ძალების გადასროლა მდინარის მარცხენა სანაპიროზე.

ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ უკრაინის მთავარი მიზანია "გაანადგუროს რუსეთის რაც შეიძლება დიდი პოტენციალი და მაქსიმალურად აწარმოოს კონტრშეტევა", ბუფერული ზონის შესაქმნელად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG