Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12-მდე გაიზარდა უკრაინაში სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი


უკრაინელი მაშველები მუშაობენ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ადგილას, ქალაქი კონსტანტინოვკა, დონეცკის რეგიონი, 2024 წლის 9 აგვისტო
უკრაინელი მაშველები მუშაობენ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ადგილას, ქალაქი კონსტანტინოვკა, დონეცკის რეგიონი, 2024 წლის 9 აგვისტო

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 12 ადამიანამდე გაიზარდა დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი. სამინისტროს განცხადებით, დაჭრილია კიდევ ათობით პირი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ეს შეტევა უდრიდა ტერორისტულ თავდასხმას.

"რუსმა ტერორისტებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ სუპერმარკეტსა და ფოსტის ოფისზე. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილნი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად", - წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე.

"კონსტანტინოვკაში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ვიცით, რომ 44-მდე პირი დაჭრილია", - წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ტელეგრამით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG