Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: რუსეთმა სუპერმარკეტზე მიიტანა იერიში, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი


უკრაინელი მაშველები მუშაობენ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ადგილას, ქალაქი კონსტანტინოვკა, დონეცკის რეგიონი, 2024 წლის 9 აგვისტო
უკრაინელი მაშველები მუშაობენ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ადგილას, ქალაქი კონსტანტინოვკა, დონეცკის რეგიონი, 2024 წლის 9 აგვისტო

სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 35 პირი დაიჭრა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად სუპერმარკეტზე ქალაქ კონსტანტინოვკაში, აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამით წერს, რომ ეს იყო საარტილერიო თავდასხმა.

"ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული დარტყმა ხალხის თავშეყრის ადგილას, რუსების მიერ განხორციელებული ტერორის კიდევ ერთი აქტი", - წერს ფილაშკინი ტელეგრამით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG