Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კურსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხვდება უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხვდება უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

რუსეთმა 9 აგვისტოს "ფედერალურ დონეზე" გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა კურსკის რეგიონში, სადაც უკრაინის ძალები ოთხი დღეა შეიჭრნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონში გადაჰყავს დამატებითი ძალები, მათ შორის Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები, იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი".

სახელმწიფო მედია კურსკში სამხედროების და დაჯავშნილი მანქანების გადასვლას აშუქებს, ამ შინაარსის მასალა სოციალური მედიითაც ვრცელდება.

რუსეთის კურსკის რეგიონში საზღვრის მიღმიდან განხორციელებულ მოქმედებას აღწერენ ყველაზე მასშტაბურ დარტყმად რუსეთის ტერიტორიაზე მას მერე, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული დანაყოფები 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯის რაიონში. მას შემდეგ უკრაინის ძალებმა კონტროლი დაამყარეს დაახლოებით 600 კვადრატულ კილომეტრზე და ოცამდე დასახლებაზე - იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები, ბლოგერები და სხვა წყაროები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG