Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აღნიშნავს ფრონტისპირა ნაწილებისთვის ბირთვული რაკეტების გამშვები 250 დანადგარის მიწოდებას


სამხედრო ნაწილებისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების აღნიშვნის ცერემონია ჩრდილოეთ კორეაში (ზუსტი ადგილი უცნობია). 4 აგვისტო, 2024 წელი
სამხედრო ნაწილებისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების აღნიშვნის ცერემონია ჩრდილოეთ კორეაში (ზუსტი ადგილი უცნობია). 4 აგვისტო, 2024 წელი

ჩრდილოეთ კორეამ ფრონტისპირა ნაწილებისთვის ბირთვული რაკეტების გამშვები 250 დანადგარის მიწოდება აღნიშნა. ჩარდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, 5 აგვისტოს ცერემონიაზე ამ ქვეყნის მმართველი კიმ ჩენ ინი გამოვიდა მოწოდებით, უწყვეტად გაფართოვდეს ქვეყნის სამხედრო ბირთვული პროგრამა აშშ-ისგან მომავალი სავარაუდო საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

შეშფოთება კიმის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან გამოთქვა ბირთვული იარაღის განთავსების სურვილი სამხრეთ კორეასთან საზღვრის გასწვრივ და უფლება მისცა თავის ჯარს, გამაფრთხილებელი ბირთვული დარტყმებით უპასუხონ, თუკი მათი შეგრძნებით, ხელმძღვანელობას საფრთხე ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG