ჰამასსა და ისრაელს შორის ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, ჰანიეს მკვლელობა ერთ-ერთია პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფის მაღალი რანგის პირთა მკვლელობების სერიიდან. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული.
Reuters-ის ცნობით, დოჰაში დაკრძალვის ცერემონიაზე დამსწრეთა შორის იყო ხალედ მეშალი, რომელიც, სავარაუდოდ, ჰამასის ახალი ლიდერი იქნება. ცერემონიას ესწრებოდა აგრეთვე კატარის ემირი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი. ჰანიე დოჰის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლუსაილის სასაფლაოზე დაასაფლავეს.
ფორუმი