Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის ოლიმპიადაზე კაცებს შორის ტრიათლონში შეჯიბრება გადაიდო სენაში წყლის ცუდი ხარისხის გამო


არეალი პარიზში, მდინარე სენაზე, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე IIII-ის სახელობის ხიდთან, სადაც 30 ივლისს ტრიათლონში შეჯიბრება უნდა გამართულიყო.
არეალი პარიზში, მდინარე სენაზე, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე IIII-ის სახელობის ხიდთან, სადაც 30 ივლისს ტრიათლონში შეჯიბრება უნდა გამართულიყო.

30 ივლისს პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გადადეს კაცების ასპარეზობა ტრიათლონში, მდინარე სენაში წყლის ხარისხით შეშფოთების გამო.

ტრიათლონი არის სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა, რომელიც მოიცავს ველორბოლას, ცურვასა და მარათონულ რბენას.

ისინი იმედოვნებენ, რომ ამ შეჯიბრის საცურაო ნაწილის გაგრძელება შესაძლებელი გახდება უახლოეს დღეებში.

სენაში წყლის გაწმენდის ძვირადღირებული სამუშაოები ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე დიდხანს გრძელდებოდა.

ოლიმპიადის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან, კაცების ტრიათლონი სამშაბათის ნაცვლად ოთხშაბათს, 31 ივლისს, ჩაატარონ. ქალებს შორის შეჯიბრიც ამ დღესაა დანიშნული, მაგრამ ორივე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ წყლის ანალიზი ნაწლავის ჩხირისა (E. coli) და სხვა ბაქტერიების დასაშვებ დონეს აჩვენებს მდინარის წყალში.

1 აგვისტო, პარასკევი, სათადარიგო თარიღია ტრიათლონისტებისთვის. თუმცა სამშაბათ ღამიდან ხუთშაბათამდე მოსალოდნელია ქარიშხალი ან წვიმა, რამაც შესაძლოა გაართულოს ასპარეზობის გადავადება, რადგან წვიმას, ზოგადად, ბაქტერიების დონის მატება მოჰყვება სენაში.

2024 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცხრა დღით ადრე, პარიზის მერმა ანნ იდალგომ მდინარე სენაში იცურავა იმის დასამტკიცებლად, რომ საფრანგეთის დედაქალაქის გადამკვეთი მდინარის წყალი შესაფერისია შეჯიბრებებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG