Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანკფურტის აეროპორტში 140 რეისი გადაიდო ბუნების დაცვის აქტივისტების აქციის გამო


ბუნების დაცვის ჯგუფის, „ბოლო თაობის“, აქციის ადგილი ფრანკფურტის აეროპორტში. 25 ივლისი, 2024 წელი. აქტივისტებმა თავი მიიკრეს ასფალტზე. აეროპორტის აქცია გაიმართა გლობალური პროტესტის, „ნავთობი კლავს!“ ჩარჩოებში.
ბუნების დაცვის ჯგუფის, „ბოლო თაობის“, აქციის ადგილი ფრანკფურტის აეროპორტში. 25 ივლისი, 2024 წელი. აქტივისტებმა თავი მიიკრეს ასფალტზე. აეროპორტის აქცია გაიმართა გლობალური პროტესტის, „ნავთობი კლავს!“ ჩარჩოებში.

მსოფლიოს საჰაერო ტრანსპორტის ერთ-ერთი უდიდესი კვანძი, მაინის ფრანკფურტის აეროპორტი, იძულებული გახდა გადაედო 140-მდე ავიარეისი აქციის გამო, რომელიც ბუნების დაცვის ჯგუფმა „ბოლო თაობამ“ წიაღისეული საწვავის გამოყენების წინააღმდეგ მოაწყო.

აეროპორტის ხელმძღვანელობის თანახმად, 1400 რეისიდან გადაიდო 140, რომლებიც 25 ივლისისთვის იყო დაგეგმილი. არსებული ცნობით, აეროპორტის მუშაობა აღდგენილია. ყველა აქტივისტი დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით, აეროპორტის მუშაობაში ჩარევისთვის.

„ბოლო თაობის“ რვა აქტივისტმა მოახერხა დილით საფრენ ბილიკზე შეღწევა მას მერე, რაც გაარღვიეს მავთულიანი ღობე.

აქციის შვიდმა მონაწილემ თავი მიიკრა ასფალტზე, ხოლო მერვე - ღობის მავთულს ვერ გასცდა. ფრანკფურტის აეროპორტის აქცია გლობალური პროტესტის, „ნავთობი კლავს!“ ჩარჩოებში გაიმართა.

მისი მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, დაიდოს გლობალური შეთანხმება 2030 წლისთვის ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე უარის თქმის შესახებ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მათმა ქმედებამ საფრთხე არ შეუქმნას მგზავრების უსაფრთხოებას და არ გადიან საფრენ ბილიკებზე.

მედია იტყობინება, რომ საფრენი ბილიკები დაზიანდა, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ, სულ მცირე, ოთხი აქტივისტი გზას მიეკრა საფრენი ბილიკების მოშორებით.

ბუნების დამცველების ორგანიზაციის, „ბოლო თაობის“ აქტივისტები მთავრობებისგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ანომალიების შესაჩერებლად ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

ისინი თავიანთ პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ - მაგალითად, ისვამენ წებოს ან მსგავს საშუალებას და ეკვრებიან ხოლმე ხელოვნების ნიმუშებს, შენობების შესასვლელებსა და გზებს.

კლიმატის ცვლილება და აგრიკულტურა - ფენოვანი 2.30
please wait

No media source currently available

0:00 0:41:47 0:00

ფორუმი

XS
SM
MD
LG