Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამ კონტინენტზე მილიონობით ადამიანია შეწუხებული ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატებით


სიცხის ტალღა ევროპაში, 2023 წლის ივლისი
სიცხის ტალღა ევროპაში, 2023 წლის ივლისი

19 ივლისს მსოფლიოს სამ კონტინენტზე მილიონობით ადამიანი შეაწუხა ჰაერის ტემპერატურის მკვეთრმა ზრდამ, ხანძრებისა და ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეების ფონზე.

საბერძნეთში ებრძვიან ხანძრებს, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აღირიცხა აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში.

ექსპერტთა თქმით, ამჟამინდელი ექსტრემალური სიცხის გამომწვევი გადამწყვეტი ფაქტორია კლიმატის ცვლილება, რომელსაც, თავის მხრივ, იწვევს წიაღისეული საწვავის წვა.

XS
SM
MD
LG