Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქცირებულ საქონელს გერმანიიდან რუსეთის კომპანია „პრომტექი“ თურქი, სომეხი და ყაზახი პარტნიორებისგან იღებს - SZ


უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ფირმა Molex-ის მიკროჩიპები რუსულ ფრთოსან რაკეტა X-101-ში გამოიყენება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ფირმა Molex-ის მიკროჩიპები რუსულ ფრთოსან რაკეტა X-101-ში გამოიყენება

ნახევარგამტარები, ტრანზისტორები, ელექტროსადენები, ლითონის შენადნობები და ათზე მეტი გერმანული კომპანიის სხვა ორმაგი დანიშნულების საქონელი რუსულ საწარმო „პრომტექს“ მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მიეწოდება. ამის შესახებ საუბარია გერმანული გამოცემა „ზიუდოიჩე ცაიტუნგის“, სამაუწყებლო კომპანიების WDR-ისა და NDR-ის, ფრანგული Le Monde-ის და უკრაინულ პროექტ „თრაფ აგრესორის“ (Trap Aggressor) ერთობლივ გამოძიებაში.

რუსული საწარმო „პრომტექსი“ ამ საქონელს თურქული კომპანია „ენუთექის“ (Enütek), ასევე სომხური და ყაზახური ფირმების მეშვეობით იღებს.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ იმ საწარმოებს შორის, რომელთა საქონელი რუსეთში ხვდება, ისეთი კონცერნები შედიან, როგორიცაა „ინფინეონი“ (Infineon), „ტამპოპრინტი“ (Tampoprint), ასევე „ლებრონზესა“ (Lebronze alloys) და „მოლექსის“ (Molex) გერმანული ფილიალები. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ფირმა Molex-ის მიკროჩიპები რუსულ ფრთოსან რაკეტა X-101-ში გამოიყენება.

„ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ აზუსტებს, რომ აღნიშნული საქონელი რუსეთში შესაძლოა შუამავლების მეშვეობით გერმანული მწარმოებლების დაუკითხავად მოხვედრილიყო.

„პრომტექის“ გენერალური დირექტორი ვალერი შადრინია. ევროკავშირის მიერ ივნისში მიღებულ სანქციათა მე-14 პაკეტში გერმანიის ზეწოლით შერბილდა ე.წ. პარაგრაფი No Russia. ეს პარაგრაფი ითვალისწინებდა საბოლოო მწარმოებლებისათვის საქონლის მიწოდების აკრძალვას მესამე ქვეყნებში არსებული დობილი კომპანიების გზით და მათ დაჯარიმებას.

გამომძიებელი ჟურნალისტების კითხვაზე, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა მათ უპასუხა, რომ სანქციებმა გერმანულ ინდუსტრიას უფრო მეტი ზიანი არ უნდა მიაყენოს, ვიდრე რუსულს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG