უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ამ მომენტისთვის მთელი უკრაინის მასშტაბით დაღუპულია სულ ცოტა 23 ადამიანი და დაჭრილია დაახლოებით 50. კიევში შვიდი ადამიანი დაიღუპა, კრივოი-როგში - 13, პოკროვსკში - 3.
მანამდე კრივოი-როგის მერი ოლექსანდრ ვილკული 10 დაღუპულისა და 31 დაჭრილის შესახებ იტყობინებოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას 40-ზე მეტი რაკეტით შეუტია. იტყობინებიან, რომ მათი უმრავლესობა ჩამოგდებულია.
რუსეთის ჯარებმა ორშაბათს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე. როგორც იტყობინებიან, რაკეტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. კიევში ისმოდა აფეთქებები. ხელისუფლების თანახმად, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემები. ასევე, დაუდასტურებელი მონაცემებით, გაშვებულია ბალისტიკური რაკეტებიც.
უკრაინის ტელეგრამის არხები წერენ „ძლიერი დაკვამლიანების“ შესახებ კიევში მომხდარი აფეთქებების შემდეგ. ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა ქალაქის რამდენიმე რაიონში, გაჩნდა ხანძარი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წუხელ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის წინააღმდეგ გაშვებული ექვსი რაკეტიდან სამის ჩამოგდება.
ფორუმი