Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობა უქმდება


დოკუმენტის შეცვლა კვლავ უფასოდ არის შესაძლებელი.
დოკუმენტის შეცვლა კვლავ უფასოდ არის შესაძლებელი.

დღეიდან, 1 ივლისიდან, უქმდება უვადო ლამინირებული, ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა. მისი შეცვალა 15 მარტის შემდეგ უფასოდ შეიძლება იუსტიციის სახლებში.

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობა ჰქონდა დაახლოებით 230 ათას მოქალაქეს. რამდენმა ადამიანმა შეცვალა იგი ID ბარათით, უცნობია - სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნეს, რომ ამ მონაცემის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

მოქმედი პირადობის მოწმობა აუცილებელია არჩევნებში ხმის მისაცემად, საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად.

სერვისების განვითარების სააგენტოში რადიო თავისუფლებას დამატებით უთხრეს, რომ პირადობის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ მიმართონ სერვისცენტრებსა და იუსტიციის სახლებს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. პარლამენტმა კანონმდებლობა სწორედ ამ მიზეზით შეცვალა - 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG