Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მოკავშირეებმა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე აირჩიეს


ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე სტოლტენბერგს შეცვლის ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.
ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე სტოლტენბერგს შეცვლის ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.

ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ალიანსის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაამტკიცა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. ამ პოსტზე იგი შეცვლის 72 წლის იენს სტოლტენბერგს, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობა 2014 წლიდან ეკავა.

ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, იყვნენ სლოვაკეთი და უნგრეთი. მათ მისი კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს, დაამტკიცეს. რუტეს კონკურენტად განიხილებოდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელმაც 19 ივნისს მოხსნა თავისი კანდიდატურა.

როგორც ნატოს ვებგვერდი იუწყება, მარკ რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1 ოქტომბრიდან, იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, შეუდგება.

მისი მთავარი ამოცანა იქნება სამხედრო ალიანსის ყველა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-მდე. როგორც გამოცემა Politico განმარტავს, თავად ნიდერლანდმა ამ მიზანს მხოლოდ წელს მიაღწია, თუმცა დაპირება 10 წლის წინ გაკეთდა.

ნატოს შეფასებით, ორგანიზაციის 32 ქვეყნიდან მხოლოდ 23-მა მიაღწია სამხედრო ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს.

ალიანსის ახალი გენერალური მდივნის ოფიციალური დანიშვნა, სავარაუდოდ, ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG