Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ფხენიანში ჩადის, რუსეთის ფლოტი წყნარ ოკეანეში მანევრებს იწყებს


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა (მარჯვნივ) და ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინის შეხვედრა რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 2023 წლის 13 სექტემბერს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა (მარჯვნივ) და ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინის შეხვედრა რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 2023 წლის 13 სექტემბერს.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის წინ დაიწყო სამხედრო წვრთნა, რომელშიც 40 ხომალდი და წყალქვეშა ნავი, ასევე 20 თვითმფრინავი და შვეულმფრენი მონაწილეობს.

სამხედრო მანევრები ივნისის ბლომდე გასტანს. იგი იმართება წყნარ ოკეანეში და იაპონიისა და ოხოტის ზღვებში.

პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩადის ფხენიანში, სადაც მიიწვია ქვეყნის მმართველმა კიმ ჩენ ინმა. რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე ფხენიანის რეჟიმს მადლობა გადაუხადა უკრაინაში იერიშში მხარდაჭერისთვის. ჩრდილოეთ კორეის გამოცემა KCNA-ში მან გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერს, რომ ორივე ქვეყანას სურს თავიანთი პარტნიორობის შემდგომი განვითარება. პუტინის ვიზიტისას სხვა საკითხებს შორის ისაუბრებენ სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე.

დასავლეთის ინფორმაციით, იზოლირებული ჩრდილოეთი კორეა რუსეთს აწვდის ამუნიციას, რაც გაეროს სანქციების დარღვევაა.

ამჟამინდელი სტუმრობა 24 წლის მანძილზე პუტინის პირველი ვიზიტია კომუნისტურ კორეაში. მისი შეხვედრები ფხენიანის ხელმძღვანელობასთან რუსეთში იმართებოდა.

პუტინი ჩრდილოეთ კორეიდან ვიეტნამში გაემგზავრება. მას თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG