Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს 5 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა - სეული


კიმ ჩენ ინის (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის (მარჯვნივ) შეხვედრა ვლადივოსტოკში. 2019 წლის 25 ოქტომბერი. საარქივო ფოტო
კიმ ჩენ ინის (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის (მარჯვნივ) შეხვედრა ვლადივოსტოკში. 2019 წლის 25 ოქტომბერი. საარქივო ფოტო

ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში ხუთ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაგზავნა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა Bloomberg-ის ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სეულმა დააფიქსირა მინიმუმ 10 ათასი სატვირთო კონტეინერის გაგზავნა რუსეთში. ასეთ კონტეინერებს საარტილერიო ჭურვების და ბალისტიკური რაკეტების გადატანა შეუძლიათ. შინ ვონ სიკი ამტკიცებს, რომ საპასუხოდ, მოსკოვს შეეძლო ფხენიანისთვის გადაეცა ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჯაშუშური თანამგზავრების, ასევე ტანკებისა და თვითმფრინავების მშენებლობაში გამოიყენება.

"პუტინი სავარაუდოდ შეეცდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით სამხედრო მიწოდების სფეროში, როგორიცაა საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მოგების შანსით ისარგებლოს", - ციტირებს Bloomberg-ი სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს.

მანამდე გამოცემა „ვედომოსტიმ“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს კვირებში ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამს ეწვევა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG