Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: "ჩვენ უკრაინას ზურგს არ შევაქცევთ"


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ნორმანდია, საფრანგეთი. 2024 წლის 6 ივნისი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ნორმანდია, საფრანგეთი. 2024 წლის 6 ივნისი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავის ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას და არ დანებდება რუსეთის აგრესიას. მან პარალელი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიისგან ევროპის გასათავისუფლებლად მოკავშირეთა ბრძოლასთან გაავლო.

აშშ და ნატო უკრაინას "ზურგს არ შეაქცევენ" და არ მიატოვებენ, თქვა ბაიდენმა 6 ივნისს ნორმანდიაში.

"მყარად იცოდეთ: ჩვენს თავს არ დავხრით, ვერ დავნებდებით ტყვიებს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ამას თუ გავაკეთებთ, თავისუფლება იქნება დამორჩილებული, საფრთხე შეექმნება მთელ ევროპას", - განაცხადა ბაიდენმა.

ღონისძიებას მასპინძლობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. სხვა სტუმრებთან ერთად იქ იმყოფებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III.

1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარებმა შეუტიეს ნორმანდიის სანაპიროებს საფრანგეთის ჩრდილოეთში. ამ ოპერაციას დასავლეთში D-Day-ს სახელით იცნობენ. ისტორიაში ამ ყველაზე მასშტაბურ საზღვაო იერიშში, რომელმაც გარდატეხა შეიტანა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად, 150 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG