Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზელენსკი კატარში მართავს მოლაპარაკებას უკრაინელი ბავშვების რუსეთიდან დაბრუნებაზე

ზელენსკი კატარში მართავს მოლაპარაკებას უკრაინელი ბავშვების რუსეთიდან დაბრუნებაზე


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და კატარის ლიდერი შეიხ თამამ ბინ ჰამად ალ-თანი. დოჰა, 2024 წლის 5 ივნისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და კატარის ლიდერი შეიხ თამამ ბინ ჰამად ალ-თანი. დოჰა, 2024 წლის 5 ივნისი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 5 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა კატარში, სადაც კატარის ლიდერთან მართავს მოლაპარაკებას რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე.

ზელენსკის თქმით, კატარი "უკრაინას ეხმარება რუსეთის მიერ მოტაცებული ბავშვების დაბრუნებაში" და ის გეგმავს, მოლაპარაკება გამართოს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან, რათა უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობა გაგრძელდეს საერთაშორისო კოალიციაში და სამშვიდობო სამიტზე, რომელიც მიმდინარე თვეში შვეიცარიაშია დანიშნული.

კატარი აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო სამიტისთვის მზადების პროცესში. არსებული მოლოდინით, ახლო აღმოსავლეთიდან ის გახდება ერთ-ერთი მხარდამჭერი ადამიანების დაბრუნების, საკვების გლობალური მიწოდების და ბირთვული და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში - წერს ზელენსკი ტელეგრამით.

ზელენსკის პრესმდივნის, სერჰი ნიკიფოროვის თქმით, 15-16 ივნისის სამიტში მონაწილეობის მიღება დაადასტურა 107-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

უკრაინა იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე მოიპოვებს ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას იმ პირობებისთვის, რომელთა შესრულებასაც აუცილებლობად მიიჩნევს რუსეთთან ომის დასასრულებლად.

აშშ სამიტზე წარმოდგენილი იქნება ვიცე-პრეზიდენტით, კამალა ჰარისით და ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლით, ჯეიკ სალივანით.

რუსეთი სამიტზე მიწვეული არ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG