Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, 100 ქვეყანა შეუერთდა შვეიცარიის სამშვიდობო ძალისხმევას, ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში

სინგაპურში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უცხოეთის ლიდერებს შეხვდა ყოველწლიური ღონისძიების, შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტის მეორე, ბოლო დღეს, 2 ივნისს. ზელენსკი ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნული სამშვიდობო კონფერენციისთვის - ზელენსკისვე თქმითვე, მიუხედავად ჩინეთის ძალისხმევისა, კონფერენციას ძირი გამოეთხაროს.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, 100-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ გამოთქვა მზაობა მონაწილეობა მიიღოს შვეიცარიაში დანიშნულ შეხვედრაში. რუსეთი შანგრი-ლას დიალოგს არ დასწრებია მას მერე, რაც სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში. ჩინეთი აცხადებს, რომ არ დაესწრება შეხვედრას.

ზელენსკიმ და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სინგაპურში შეხვედრა გამართეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან - იმ ფონზე, როცა აშშ-მა შეამსუბუქა უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. ზელენსკი შეხვდა კონგრესის ორპარტიულ დელეგაციასაც.

ჟურნალისტებთან საუბარში ზელენსკიმ სინანული გამოთქვა, რომ სინგაპურში ჩინეთის დელეგაციასთან ვერ შეძლო შეხვედრა და რომ პეკინი არ იქნება შვეიცარიის შეხვედრაზე. "ჩინეთი, სამწუხაროდ,.. დღეს აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყნები არ ჩამოვიდნენ სამშვიდობო სამიტზე", - დასძინა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისადმი ჩინეთის მხარდაჭერა ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG