Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: დადგა დრო, გადაისინჯოს იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის შეხვედრაზე პრაღაში. 2024 წლის 30 მაისი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის შეხვედრაზე პრაღაში. 2024 წლის 30 მაისი

უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს რუსეთის ძალების უკუგდებისთვის წარმოებულ ბრძოლაში, მისი მოკავშირეებისგან "მძლავრი მხარდაჭერის" მიღებით - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრაღაში, სამხედრო ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ესწრება, განიხილავენ უკრაინის დახმარების პაკეტს, რომელიც ივლისში ვაშინგტონის ნატოს სამიტს უნდა წარედგინოს.

30 მაისს, შეხვედრის დაწყებამდე, სტოლტენბერგმა თქვა, რომ დროა, უკრაინის დახმარების მიმწოდებელმა ქვეყნებმა განიხილონ ის შეზღუდვები, რომლებიც კიევს დაეკისრა ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ, როცა მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში.

ბოლო თვეებში, რუსეთმა გააძლიერა საჰაერო და სახმელეთო შეტევები უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის ძალები საბრძოლო მასალების დეფიციტს განიცდიან. კიევი ითხოვს საბრძოლო მასალების მიწოდების გაძლიერებას, ასევე ნებართვას, სრულად გამოიყენოს გრძელი რადიუსის იარაღი, რაზეც, რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების თვალსაზრისით, შეზღუდვები აქვს დაწესებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG