ირანში 30 მაისს დაიწყო კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც მომავალ თვეშია დანიშნული. პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 2024 წლის 19 მაისს ვერტმფრენის კატასტროფას ემსხვერპლა საგარეო საქმეთა მინისტრთან და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად.
რეგისტრაციის პროცესი ხუთ დღეს გასტანს, კენჭისყრა 28 ივნისს გაიმართება.
სახელმწიფო სააგენტო IRNA იუწყება, რომ 30 მაისს 25-მა პოტენციურმა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი, მაგრამ ყველა მათგანი უარყოფილ იქნა.
დამტკიცებული კანდიდატების საბოლოო სიას 11 ივნისს გამოაქვეყნებს ზედამხედველთა საბჭო, რომლის წევრებს ამტკიცებს ან ნიშნავს ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
ფორუმი