Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ გვეშინია - ამბობენ „ქართულ ოცნებაში“ რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციაზე


ანრი ოხანაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი
ანრი ოხანაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი

სახელისუფლებო პარტიის, "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ არ ეშინიათ თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების. ასე გამოეხმაურნენ ისინი რადიო თავისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, „აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც  ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“.

„ქართული ოცნების“ გუნდს არ ეშინია არავითარი არც ინფორმაციის გავრცელების და არც გამჭვირვალობის... ვისაც რა უნდა, ის გაასაჯაროოს. ჩვენ ვმუშაობთ გამჭვირვალედ, ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას და ხალხს“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მისი თანაპარტიელისთვის, ირაკლი ქადაგიშვილისთვის, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შანტაჟის ენით საუბარია.

„შანტაჟის ენით საქართველოსთან საუბარი არის მიუღებელი. ეს არის შანტაჟის ენა... თურმე მათ აქვთ საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ შანტაჟისთვის და საქართველოს არ აქვს უფლება, რომ მათი დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები იყვნენ საზოგადოებისთვის გამჭვირვალე... თუ შენ რაღაცას ფლობ, სად იყავი აქამდე?!“ - განაცხადა მან.

რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით მოამზადა მასალა, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც „ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია.“

ფორუმი

XS
SM
MD
LG