Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის და სხვა პირების დაკრძალვაზე


პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სხვა ოფიციალური პირების დაკრძალვის ცერემონია. თეირანი, 2024 წლის 22 მაისი
პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სხვა ოფიციალური პირების დაკრძალვის ცერემონია. თეირანი, 2024 წლის 22 მაისი

22 მაისს თეირანში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და 19 მაისს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სხვა ოფიციალური პირების დაკრძალვის ცერემონიაზე.

ცერემონიას ხელმძღვანელობს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომელმაც ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ცერემონია დაიწყო თეირანის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტიდან, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში რაისის პორტრეტები ეჭირათ.

ირანის ლიდერების გარდა - ისლამური რევოლუციის გუშაგთა გასამხედროებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჩათვლით - ცერემონიას ესწრება უცხოეთის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის - პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და ავღანეთის თალიბანის ხელისუფლების დელეგაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG