Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ავრცელებს ცნობას თავის ტერიტორიაზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული თავდასხმების შესახებ


დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლწაკიდებული ნავთობის ცისტერნები რუსეთის ბრიანსკის ოლქში. 2024 წლის იანვარი.
დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლწაკიდებული ნავთობის ცისტერნები რუსეთის ბრიანსკის ოლქში. 2024 წლის იანვარი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონზე 19 მაისს მოხდა რაკეტებითა და დრონებით ინტენსიური თავდასხმა.

ამავე ცნობით, რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ამერიკული წარმოების ATACMS-ის ტიპის ცხრა რაკეტა, ასევე 57 დრონი კრასნოდარის მხარეში, ხოლო სამი დრონი - ბელგოროდის ოლქში.

ბელგოროდის ოლქში დრონი დაეცა ეკლესიას და გააჩინა ხანძარი, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს. სოფელ პეტროვკაში, ასევე დრონის ჩამოვარდნის შედეგად, დაშავდა ორი პირი.

ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, კრასნოდარის ოლქის სამხრეთში, სლავიანსკში, სამი დრონი დაეცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რის გამოც საწარმომ მუშაობა შეწყვიტა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG