Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი იმსხვერპლა ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ჩამოწოლილმა მეწყერმა


სოფელ კვირიკეს მეწყრული ზონა
სოფელ კვირიკეს მეწყრული ზონა

16 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მეწყერმა იმსხვერპლა 53 წლის კაცის სიცოცხლე. გარდაცვლილი ამავე მუნიციპალიეტეტის სოფელ ხეცუბანში ცხოვრობდა.

კვირიკეში მერის წარმომადგენელი ზურაბ ლაზიშვილი რადიო თავისუფლებასთან ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ მეწყერი მოულოდნელად ჩამოწვა სოფელში. ზურაბ ლაზიშვილი აღნიშნავს, რომ სტიქია მაშინ განვითარდა, როცა იქ სანიაღვრე სამუშაოებს აწარმოებდნენ.

"ფერდი მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა. დიდი მასა ჩამოიშალა, ერთი საათი დასჭირდა კაცის ამოყვანას, უკვე გარდაცვლილი იყო [როცა ამოიყვანეს]", - ამბობს ზურაბ ლაზიშვილი.

გარდაცვლილი კაცი სოფელ ხეცუბანში ცხოვრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მეწყერი მოულოდნელად ჩამოწვა, სოფელი კვირიკე მეწყრულ ზონად არის მონიშნული გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშებში, რომლებშიც სტიქიური მოვლენების ზონებია აღრიცხული.

კვირიკეში მეწყერი პერიოდულად აქტიურდება და სწორედ საავტომობილო გზას აზიანებს - აქ არსებობს ღვარცოფის მოვარდნის საფრთხეც. სახელმწიფოს სტიქიური მოვლენებისგან ზიანის შესამცირებლად ღვარცოფზე მონიტორინგული სისტემა უნდა ჰქონდეს დაყენებული, მეწყრულ ზონაზე კი საჭიროა სადრენაჟო ხვრელებიანი ფერდობსამაგრი კედლის მოწყობა, სამშენებლო წესებისა და ნორმების სრული დაცვით შემუშავებული პროექტის საფუძველზე. ეს რეკომენდაცია მუნიციპალიტეტისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჯერ კიდევ 2022 წელს ჰქონდა გაცემული

ფორუმი

XS
SM
MD
LG