Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4GB 2024 გაუქმებულია - მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა


ფესტივალი 4GB 2016 წელს
ფესტივალი 4GB 2016 წელს

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი 4GB წელს არ გაიმართება - მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა.

"გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!" - წერენ ფესტივალის ორგანიზატორები ფესტივალის ფეისბუკგვერდზე.

ფესტივალი წელს 23-25 მაისს უნდა გამართულიყო - უკვე გაყიდული ბილეთების დაბრუნება 10 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი.

4GB, რომელიც ეძღვნება ავტოავარიაში დაღუპული ერთ-ერთი პირველი ქართველი დიჯეის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნას, ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან.

2013-2017 წლებში 4GB-ს ზედიზედ ხუთჯერ მიენიჭა წლის საუკეთესო ფესტივალის ტიტული ქართული ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალის, ელექტრონავტის, მიერ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG