Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-ი: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი


Amnesty International-ი: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი
Amnesty International-ი: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი მარი სტრათერსი საგანგებო განცხადებით ეხმაურება "პოლიციის მხრიდან გამოყენებულ უკანონო ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, მიეღო 'უცხოეთის გავლენის' შესახებ კანონპროექტი" და წერს:

"ამ დამაზიანებელი კანონპროექტის წინწაწევისას, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რამაც ბოლო დღეებში საგანგაშო დონეს მიაღწია".

"ის, თუ როგორ იქნა ეს კანონპროექტი მიღებული - ძალაუფლების დერეფნებში პოლიტიკური ოპონენტების იურიდიული პროცედურებით ჩახშობით, როცა დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აპატიმრებდნენ გარეთ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის პირობებში - აჩვენებს ამ კანონპროექტის მავნებლურ გავლენას, რისი აშკარა სამიზნეც ადამიანის უფლებებია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისი ძალისხმევა გამოხატვის, ასოციაციების და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩასახშობად. მათ დაუყოვნებლივ უნდა უარყონ ეს რეპრესიული კანონმდებლობა. ბრძანების გაცემის უმაღლესი ეშელონების ჩათვლით, უნდა დადგეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეჭვმიტანილი იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაში - მათ შორის პოლიციელების, რომლებიც ძალას უკანონოდ იყენებენ", - აცხადებს Amnesty International-ი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG