Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთში შესაძლებელი ხდება, ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს სტატუსი "არასასურველი"

რუსეთში შესაძლებელი ხდება, ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს სტატუსი "არასასურველი"


კანონპროექტით, რუსეთში შესაძლებელი ხდება ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს სტატუსი "არასასურველი". 2024 წლის 13 მაისი
კანონპროექტით, რუსეთში შესაძლებელი ხდება ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს სტატუსი "არასასურველი". 2024 წლის 13 მაისი

რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი ხდება ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს "არასასურველის" სტატუსი. ეს შეეხება ორგანიზაციებსაც, რომლებშიც სახელმწიფოც ჩართულია. ამ სიახლეზე იუწყება სააგენტო TASS-ი, რომელსაც აქვს კანონპროექტის ტექსტი.

კანონპროექტით, შესწორებები შედის ხუთ ფედერალურ კანონსა და ორ მუხლში, რომლებიც მიემართება ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ სასჯელებს "არასასურველი ორგანიზაციების" საქმიანობაში მონაწილეობისთვის. სიახლე არ გავრცელდება მთავრობებს შორის მოქმედ ორგანიზაციებზე, რომელთა წევრებს შორის რუსეთიც ირიცხება.

მოცემულ მომენტში კანონი შესაძლებელს ხდის მხოლოდ უცხოური არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების შეყვანას "არასასურველი" ორგანიზაციების ნუსხაში.

"არასასურველი ორგანიზაციების" სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. ამ დროისთვის მასში შეყვანილია 160-ე მეტი სტრუქტურა, რომლებიც, რუსეთის გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს აზრით, "საშიშროებას უქმნიან კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს, სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან თავდაცვისუნარიანობას". სიაში მოხვედრილებს შორისაა დამოუკიდებელი მედიის რედაქციები, რადიო თავისუფლების ჩათვლით, უფლებადამცველი ჯგუფები, ეკოლოგიური და საგამოძიებო ორგანიზაციები.

"არასასურველი" ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამასთან,, "საქმიანობაში მონაწილეობის" არსი კანონსა და კოდექსებში ბუნდოვნად არის განსაზღვრული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG