Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური შეტაკებებია, რუსეთი მძლავრ იერიშებს ახორციელებს


უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკიდან ევაკუირებული მოსახლეობა. 2024 წლის 13 მაისი
უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკიდან ევაკუირებული მოსახლეობა. 2024 წლის 13 მაისი

უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს შეტევები ხარკოვის რეგიონზე - ვითარება ძალიან რთულია ქალაქ ვოვჩანსკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც მიმდინარეობს ქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია.

უკრაინის გენერალური შტაბი 13 მაისის ანგარიშში აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა მოიპოვეს "ტაქტიკური წარმატება", თუმცა ბრძოლა კვლავაც გრძელდება ვოვჩანსკისთვის - სამხედროთა რიგებში მძიმე დანაკარგების მიუხედავად, იქ რუსეთმა ხუთამდე ბატალიონი მიავლინა.

გენერალური შტაბის თანახმად, თავდაცვითი ხაზების გამაგრების მიზნით, არეალებში უკრაინის სარეზერვო ძალებს განათავსებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG