Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვის ოლქში სამი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის იერიშებს, ასობით ევაკუირებულია


რუსეთის არმიის იერიშების შემდეგ ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ხარკოვის ოლქში
რუსეთის არმიის იერიშების შემდეგ ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ხარკოვის ოლქში

უკრაინის ხარკოვის ოლქში ასობით სამოქალაქო პირი გახდა იძულებული, თავისი საცხოვრებელი მიეტოვებინა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაბომბა რეგიონი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის უდიდეს ნაწილში საჰაერო განგაში გამოაცხადა.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა საარტილერიო და სხვა სახის იერიშების შედეგად. მოხდა 1700-მდე ადამიანის ევაკუაცია.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 11 მაისს დაასახელა 100-ზე მეტი ადგილი, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, რაც მიანიშნებს რუსეთი იერიშების ინტენსივობის ზრდაზე.

ომი 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG