ინციდენტის ამსახველ კადრებს მოქალაქე ლექსო სამხარაძე ავრცელებს. ვიდეოში ჩანს გაჩერებული ავტომობილი, რომლის გვერდით დგანან პოლიციელები, წინ კი ნიღბიანი სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსია.
უცნობია ავტომობილის გაჩერების მიზეზი და ის, თუ რა დიალოგი შედგა მძღოლსა და სამართალდამცავებს შორის. ინციდენტი, სავარაუდოდ, გზის დათმობის მოთხოვნას მოჰყვა. ვიდეოში ისმის გინების ხმა და ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად პოლიციელები მანქანაში მყოფ პირს. მათ შორის, ჩანან კონკრეტული სამართალდამცავები, რომლებსაც სახე არ აქვთ დაფარული.
კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს მოქალაქე ნიკა რომანაძე.
"მანქანიდან გადმოათრიეს ვიღაც და ურტყამენ ხელკეტებით. არ ვიცით, რა ხდება", - ამბობს ის ვიდეოში.
ფორუმი