Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეები სააღდგომოდ ქაშვეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ


"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეები ქაშვეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ
"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეები ქაშვეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ

რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. გზა გადაიკეტა „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა მიერ, რომლებიც მრავლად არიან. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება 22:00 საათიდან დაიწყეს.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს განსხვავებული ფორმა შესთავაზეს - აღდგომის ღამის ერთად გათენება, ქაშვეთის ეკლესიასთან.

ჯერჯერობით არ ვრცელდება კონკრეტული ცნობები შესაძლო დამატებითი აქტივობების შესახებ.

ერთ-ერთი ვერსიით, გარკვეული ჯგუფი პოლიციელებს წითელ კვერცხებსა და პასკებს გადასცემს. რუსთაველის გამზირზე ხალხის რაოდენობა თანდათან სულ უფრო იზრდება.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისს, გამთენიის 04:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 4 მაისსს, 23:00 საათიდან მიწისქვეშა ავტოტრანსპორტი უფასოა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG