Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, გამოცხადებულია წითელი დონე


დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პარლამენტის შენობაში გამაგრებულ პოლიციელებს შორის
დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პარლამენტის შენობაში გამაგრებულ პოლიციელებს შორის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, საკანონმდებლო ორგანოში პირველი მაისის 23:00-დან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა და წითელი დონე ამოქმედდა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ცხადდება უსაფრთხოების წითელი დონე. წითელი დონის დროს ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, როდემდე გრძელდება ეს შეზღუდვა. ამ განცხადებამდე პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებდა, რის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიის ჟურნალისტებს შენობაში შესვლა აუკრძალა.

რუსთაველზე პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდათ ყველა საპოლიციო სპეციალური საშუალება: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. აქციის ერთ მონაწილეს თვალი აქვს დაზიანებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG