Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ირანში მიმავალმა ავტობუსმა სომხეთის სამხრეთში ავარია განიცადა, დაიღუპა სულ მცირე, ხუთი მგზავრი

ირანში მიმავალმა ავტობუსმა სომხეთის სამხრეთში ავარია განიცადა, დაიღუპა სულ მცირე, ხუთი მგზავრი


ავტობუსი ავარიის შემდეგ. 27 აპრილი, 2024 წელი. სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ერევნიდან ირანში მიმავალი ავტოუსის ავარიის შედეგად.
ავტობუსი ავარიის შემდეგ. 27 აპრილი, 2024 წელი. სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ერევნიდან ირანში მიმავალი ავტოუსის ავარიის შედეგად.

სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ავარიაში, რომელიც სომხეთიდან ირანში მიმავალმა ავტობუსმა განიცადა 27 აპრილს, სამხრეთ სომხეთში.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის დროს დაშავდა ცხრა ადამიანი. სომხეთის მედიის თანახმად, ავტობუსი ხევში გადავარდა ერევნიდან 280 კილომეტრში მდებარე სოფელ ხოთანანთან, სიუნიკის რაიონში.

სომხური საინტერნეტო გამოცემა news.am-ი იტყობინება სამინისტროზე დაყრდნობით, რომ ავტობუსი ერევნიდან მიემართებოდა ირანისკენ და მგზავრები იყვნენ ირანის მოქალაქეები. სხვა, დაუდასტურებელი მონაცემებით, ავტობუსს ირანის სახელმწიფო ნომრები ჰქონდა.

XS
SM
MD
LG