Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იდენტიფიცირებულია უკრაინაში ომში დაღუპული 51 ათასზე მეტი რუსი სამხედრო


უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცის დაკრძალვა სანქტ-პეტერბურგში, საარქივო ფოტო
უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცის დაკრძალვა სანქტ-პეტერბურგში, საარქივო ფოტო

"ბიბისის" და "მედიაზონის" ჟურნალისტებმა 19 აპრილს დაადასტურეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის 51 ათასზე მეტი ჯარისკაცის დაღუპვა. ეს მხოლოდ ისინი არიან, ვისი დაღუპვაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ღია წყაროებისა და თავად ჯარისკაცების ნათესავების საშუალებით დაადგინეს.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ დანაკარგების რეალური რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.

კვირის განმავლობაში, რაც ბოლო ასეთი ანგარიში გამოქვეყნდა, სიას 625 რუსი ჯარისკაცის სახელი დაემატა.

ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად საჯარო წყაროების საშუალებით აღნუსხავენ დაღუპულ ჯარისკაცებს - მედიაში ახლობლების მიერ გამოქვეყნებული ცნობების, ოფიციალური ხელისუფლების განცხადებების და ადგილობრივი მედიისა და იმ სასწავლებლების ცნობებზე დაყრდნობით, სადაც ჯარისკაცები სწავლობდნენ.

ომში მონაწილე მხარეები ოფიციალურად თავს არიდებენ ომში დანაკარგის შესახებ ცნობების გავრცელებას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე;
სამხედრო დანაკარგებზე ბოლო დრომდე საჯაროდ არც უკრაინის ხელისუფლება არ საუბრობდა;
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ 2024 წლის 26 თებერვალს პირველად გაამხილა უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ზელენსკის თქმით, 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, მას არ უხსენებია დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა.

XS
SM
MD
LG