Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულ აქტივისტს, მარიამ დოლიძეს, ოპერაცია ჩაუტარდა


მარიამ დოლიძე მოძრაობა "სირცხვილიას" წევრია.
მარიამ დოლიძე მოძრაობა "სირცხვილიას" წევრია.

16 აპრილის ღამეს, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის დარბევისას დაშავებულ აქტივისტს, მარიამ დოლიძეს, ოპერაცია ჩაუტარდა - ექიმების თქმით, მას რეაბილიტაციისთვის ერთი თვე დასჭირდება.

მარიამ დოლიძეს აქციაზე ხელი მოტყდა, დაბეჟილი და გაჭრილი აქვს ფეხი. როგორც 'სირცხვილიას" კიდევ ერთი აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, დოლიძეს ოპერაცია 17 აპრილის დილას ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მარიამ დოლიძის გარდა, 16 აპრილის აქციაზე დაშავდა არაერთი მოქალაქე.

თბილისში ორი დღეა მასობრივი აქციები იმართება "აგენტების კანონის" წინააღმდეგ, რომელსაც საზოგადოება "რუსულ კანონად" მიიჩნევს. 15 აპრილის აქციაზე პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა, თუმცა სპეციალური საპოლიციო საშუალებები არ გამოუყენებია. 16 აპრილს აქციაზე პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა, გამოიყენა სპეციალური საშუალებებიც.

რადიო თავისუფლება ცდილობს დაკავებულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემების დაზუსტებას.

XS
SM
MD
LG