Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს


საილუსტრაციო ფოტო: არ ასახავს კონკრეტულ შემთხვევას.
საილუსტრაციო ფოტო: არ ასახავს კონკრეტულ შემთხვევას.

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში რვა წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი ბიჭი დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული მეცხრე კლასის მოსწავლეა.

მოზარდები ერთმანეთს ცეკვის წრიდან იცნობდნენ. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს გოგოს დედამ შეატყობინა.

დაკავებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის 4 აპრილს დააკავეს. მოზარდები პოლიციაში მშობლების თანდასწრებით გამოჰკითხეს.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

* ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.

XS
SM
MD
LG